სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას ტექნიკური მთავრობის დასახელებასთან დაკავშირებით, მხარს უჭერს „კოალიცია ცვლილებისთვის“. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პრეზიდენტის დღევანდელი ინიციატივა სრულ შესაბამისობაშია ქარტიასთან. „ჩვენ ხელმოწერით დავადასტურეთ ჩვენი ერთგულება, სრულად შევასრულოთ ქარტიით გათვალისწინებული ყველა პუნქტი. შესაბამისად, მხარს ვუჭერთ პრეზიდენტის დღევანდელ ინიციატივას“- ვკითხულობთ კოალიციის განცხადებაში.