„კოალიცია ცვლილებებისთვის“ რეგიონული ოფისების გახსნას განაგრძობს

პოლიტიკურმა გაერთიანებამ – „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროამ“ სიღნაღის ოფისი გახსნა. ოფისის გახსნისას ნიკა მელიამ აღნიშნა, რომ სიღნაღი უდიდესი ისტორიის მატარებელი ევროპული ქალაქია, სადაც სექტემბრიდან სხვა მუხტი და შემართება იქნება, ოქტომბრის დასაწყისში კი შეიქმნება კლიმატი, სადაც საქართველოს მოქალაქეები იგრძნობენ ცვლილებების ენერგიას. „კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერები ოფისებს დღეს კახეთში ხსნიან.