სადამკვირვებლო კოალიცია „ჩემი ხმა“ გასულ კვირაში განვითარებულ მოვლენებს აჯამებს. ლონდა თოლორაიამ აქცენტი წინასაარჩევნოდ მედია ზეწოლაზე, საარჩევნო დავებზე, ხელისუფლების სასარგებლო სასამართლო გადაწყვეტილებებზე, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასა და სანქცირებულ პირთა საარჩევნო პროცესებში ჩართულობაზე გააკეთა. მისი თქმით, ასევე, ანტიკორუფციული ბიუროს მიერ სადამკვირვებლო მისია “ჩემი ხმის” თავმჯდომარე ორგანიზაციის მიმართ მიღებული უკანონო გადაწყვეტილების გაუქმება, არის ქართული სამოქალაქო სექტორის გამარჯვება. ლონდა თოლორაიას განცხადებით, კოალიცია შეშფოთებულია სასამართლოს მიერ საარჩევნო საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებებით. მისივე ინფორმაციით, საზღვარგარეთ ცესკო-ს მიერ გახსნილი უბნები არასაკმარისია.