კლინიკიდან გაქცეული პატიმრების საქმე

კლინიკიდან პატიმრების გაქცევის საქმეზე დაკავებულ პირს ბრალი დღის ბოლომდე უნდა წარუდგინონ. სამართალდამცველებმა ის გუშინ დააკავეს და დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან. მუხლი 2-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. ამ საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა საბადრაგო ჯგუფის უფროსს, ივერი ნატრიაშვილს. შეგახსენებთ, რომ სამი პატიმარი სამედიცინო დაწესებულებიდან პირველ ნოემბერს გაიქცა. სამართალდამცველებმა სამივე მათგანი მომხდარიდან მეორე დღეს დააკავეს.