გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში კლიმატის ცვლილების საბჭოს მეორე სხდომა გაიმართა. დამტკიცდა გრძელვადიანი განვითარების კონცეფციის დოკუმენტი.
აღნიშნული კონცეფცია მომზადებულია საქართველოს მთავრობის მიერ, პარიზის შეთანხმების შესაბამისად და მიზნად ისახავს 2050 წლამდე ქვეყნის დაბალემისიიანი განვითარებისთვის საჭირო ხედვისა და პრინციპების ჩამოყალიბებას. ის სრულ თანხვედრაშია გაერო-ს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციასთან. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კლიმატის ცვლილების საბჭო 2020 წელს შეიქმნა და სამუშაო ჯგუფებისგან შედგება.