კლასიკური ავტომანქანების რალის წევრები დღეს კახეთს ესტუმრნენ.
რალიში ძირითადად XX საუკუნის დასაწყისში, მეორე მსოფლიო ომამდელი გამოშვებული 30 უნიკალური ავტომობილი მონაწილეობს. მათ შორის ყველაზე ძველი, 1922 წელს გამოშვებული ბრიტანული „ვაუქსჰოლია“. რალის მონაწილეები, რომელთა შემადგენლობაში ევროპელი ბიზნესმენები არიან წარმოდგენილი „ღვინის დღეს“ სიღნაღის შემდეგ, სოფ. ბაბანეურში აღნიშნავენ, სადაც ქართული ღვინის ისტორიას გაეცნენ და სხვადასხვა ჯიშის ყურძნისგან დამზადებული ღვინო დააგემოვნეს.
რალი 1 ოქტომებერს დაიწყო და 14 ოქტომბერს უნდა დასრულდეს.