კინოს სახლში ქართული კინოს კლასიკოსის, ლომერ ახვლედიანის საიუბილეო საღამო გაიმართა. კინოაკადემიის ორგანიზებით მოწყობილ ღონისძიებაზე ცნობილი კინოოპერატორის გადაღებული ფილმების მიხედვით შექმნილი ვიდეორგოლი და მოკლემეტრაჟიანი ფილმი „ქვევრი“ აჩვენეს.
ლომერ ახვლედიანის ნამუშევართა შორისაა „ნატვრის ხე“, „სამანიშვილის დედინაცვალი“, „დონ-კიხოტი“ და სხვა ცნობილი ქართული ფილმები.