„კინო თეატრში”

შშმ პირები თეატრალურ სცენაზე.

ამ წუთებში მარჯანიშვილის თეატრში თითების თეატრის ინტეგრირებული წარმოდგენა მიმდინარეობს.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და პროფესიონალი მსახიობები ერთ სცენაზე რეჟისორ ბესო კუპრეიშვილის სპექტაკლს წარმოადგენენ სახელწოდებით „კინო თეატრში“.

ბასა ჯანიკაშვილის მიერ დაწერილ სიყვარულის ამბავს მსახიობები თითებისა და თოჯინების მეშვეობით ყვებიან.