ხელისუფლებას და საზოგადოებას დღეს საკუთარი პრობლემები კიდევ ერთხელ შეახსენეს ონკოპაციენტებმა. საქართველო, ისევე როგორც მთელი მსოფლიო, 4 თებერვალს კიბოსთან ბრძოლის დღეს აღნიშნავს. ონკოლოგიური დაავადებების მქონე ადამიანები მთავარ პრობლემად და გამოწვევად საჭირო სამედიცინო სერვისებსა და პრეპარატებზე ნაკლებ ხელმისაწვდომობას ასახელებენ. ზოგიერთი სერვისის საერთოდ არარსებობის გამო, პაციენტთა ნაწილის უცხოეთში უწევს გამგზავრება, რაც სერიოზულ თანხებთან არის დაკავშირებული. ბოლო წლებში სახელმწიფო პროგრამები გაფართოვდა და დაფინანსების ლიმიტიც გაიზარდა, თუმცა ჯანდაცვის სამინისტროშიც აღიარებენ, რომ ფინანსური რესურსების კუთხით პრობლემები ისევ რჩება.