კიბერუსაფრთხოების კონფერენცია

კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლა საქართველოს უნივერსიტეტმა www.ug.edu.ge.

განხილვის საკითხები კიბერუსაფრთხოების ეკოსისტემა, კიბერსაფრთხეები, დანაშაულები და პირადი ინფორმაციის დაცულობა იყო.

ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, საქართველოს გეოსტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე, კიბერუსაფრთხოების დაცვა სახელმწიფოსთვის და მისი მოქალაქეებისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება.

შეხვედრას სპეციალისტების გარდა, სახელმწიფო სტრუქტურების, დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.