კიბერთაღლითობის ახალი სქემები.
ეროვნული ბანკი მოქალაქეებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს. საქმე ეხება ბოლო პერიოდში გახშირებულ სატელეფონო შეტყობინებებს, სადაც აბონენტებს სხვადასხვა გადასახადის, მათ შორის საფოსტო გზავნილების მისაღებად საჭირო მოსაკრებლის გადახდას სთხოვენ, მითითებულ ბმულზე გადასვლის და პირადი მონაცემების შეყვანის შემდეგ კი მოქალაქე თაღლითობის მსხვერპლი ხდება. როგორც ირკვევა, აქტუალობას არ კარგავს საბარათე მონაცემების უკანონოდ დაუფლების ძველი სქემებიც.