„საქართველოს ბანკს” მოქალაქე უჩივის. კლიენტი იმ თანხის ანაზღაურებას ითხოვს, რომელიც, მისივე მტკიცებით, ჰაკერებმა მიითვისეს.
დაზარალებული ჰყვება, რომ უცნობმა პირმა მის ინტერნეტბანკში შეაღწია და სოლიდური თანხა მოპარა. კიბერთავდასხმის ფაქტით უკვე დაინტერესდა გამოძიება. ძიების დასრულებამდე ბანკი პასუხისმგებლობას იხსნის და განმარტავს, რომ მოქალაქემ საკუთარი საბანკო მონაცემი თავად გაავრცელა.
ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს დაზარალებული. ბოლო პერიოდში საბანკო კიბერთავდასხმების გახშირებას ეროვნულ ბანკშიც ადასტურებენ და მომხმარებლებს მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.