ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის ამოქმედებიდან ხუთი წელი გავიდა.
ვიზალიბერალიზაცია, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწვეტილება და შედეგები. საიუბილეო თარიღსა და საქართველოს მოქალაქეების შენგენის ზონაში უვიზო გადაადგილების შესაძლებლობაზე ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კი ყურადღება გაამახვილა იმ შესაძლებლობებზე, რაც მთავრობის ძალისხმევით იქნა მიღწეული. ამ 5 წლის განმავლობაში სავიზო ბარიერების გაუქმების შემდეგ ევროკავშირის ქვეყნებს ესტუმრა საქართველოს ნახევარ მილიონზე მეტი მოქალაქე და თითქმის მილიონნახევარზე მეტი ვიზიტი განახორციელა.