ხუთი წელი ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის ამოქმედებიდან

ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის ამოქმედებიდან ხუთი წელი გავიდა.

ვიზალიბერალიზაცია, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწვეტილება და შედეგები. საიუბილეო თარიღსა და საქართველოს მოქალაქეების შენგენის ზონაში უვიზო გადაადგილების შესაძლებლობაზე ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კი ყურადღება გაამახვილა იმ შესაძლებლობებზე, რაც მთავრობის ძალისხმევით იქნა მიღწეული. ამ 5 წლის განმავლობაში სავიზო ბარიერების გაუქმების შემდეგ ევროკავშირის ქვეყნებს ესტუმრა საქართველოს ნახევარ მილიონზე მეტი მოქალაქე და თითქმის მილიონნახევარზე მეტი ვიზიტი განახორციელა.