დღეს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციისა და შავი ზღვის კომიტეტის საერთო პროექტის დახურვა გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში მხარეებმა თბილისსა და რეგიონში მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე იმსჯელეს და სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებები განიხილეს.
ხუთდღიანი კონფერენციის მიზანი საერთაშორისო პარტნიორების და თანამშრომლობის გაძლიერება იყო. პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის გარდა, ღონისძიების თანაორგანიზატორია „საქართველოს ახალგაზრდა სოციალისტები.“ ორგანიზაცია მსგავსი რანგის საერთაშორისო კონფერენციას პირველად მასპინძლობს.
ღონისძიებას საკანონმდებლო, აღმასრულებელი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.