ხსოვნის საღამო ჯანსუღ კახიძის ცენტრში

30 აპრილს ჯანსუღ კახიძეს გაიხსენებენ. მუსიკალურ ცენტრში ხსოვნის საღამო მზადდება, რომელიც სამ ნაწილად იქნება დაყოფილი. უკრაინისადმი მხარდაჭერის და სოლიდარობის ნიშნად შესრულდება უკრაინული იავნანაც. სცენაზე იდგება მარიუპოლიდან ჩამოსული მუსიკოსიც, რომელიც თბილისის სიმფონიურ ორკესტრშია მიწვეული.