ელენე ხოშტარიას ოჯახის მიერ რუსეთიდან მიღებული დაფინანსება საზოგადოების ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ ექცევა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, „დროას“ დამფუძნებლის ოჯახს მარტო 22 მაისს ორნახევარ მილიონ რუბლზე მეტი თანხა ჩაერიცხა, რაც 75 000-მდე ლარის ეკვივალენტია. საუბარია თანხაზე, რომელსაც, პოლიტიკოსის განმარტებით, მარიინსკის თეატრიდან მისი მამა, როგორც ცნობილი ქართველი თეატრალური მხატვრის, სოლიკო ვირსალაძის მემკვიდრე, ჰონორარის სახით წლებია იღებს. თუმცა, თანხის რაოდენობა პოლიტიკურ წრეებში ეჭვებს იწვევს.
მორალური უხერხულობის გარდა, მმართველი გუნდიდან ოპონენტს მიუთითებენ, რომ ინტელექტუალური საკუთრებისთვის სხვა ხელოვანების ოჯახებისთვის ჩარიცხული ჰონორარები ხოშტარიებისთვის გადარიცხულ რუბლებთან შედარებით მიზერულია. ხელისუფლებას კითხვები უჩნდება თანხის გადმორიცხვის დროსთან დაკავშირებით და აინტერესებს, რატომ ემთხვევა დროში რუსეთთან დაკავშირებით ხოშტარიას კონკრეტულ აქტივობებს სოლიდური ჰონორარის ჩარიცხვა.
ანტირუსული განცხადებებით გამორჩეული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მისამართით ბრალდებების გამწვავების ფონზე, ოპოზიცია „დროას“ დამფუძნებლის დაცვას ცდილობს.
სალომე ქოქიაშვილი მუშაობდა თემაზე – თავად ელენე ხოშტარიამ თუ გააკეთა რაიმე განმარტება?