ხორცის ნახევარფაბრიკატების ფალსიფიცირების ფაქტი გამოვლინდა

ხორცის ნახევარფაბრიკატების ფალსიფიცირების ფაქტზე, ორი კომპანიის ხელმძღვანელი პირები პასუხისგებაში მისცეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები ქალაქ ბათუმში თვისობრიობაშეცვლილ ხორცპროდუქტებს აწარმოებდნენ.

ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, პროდუქტების შემადგენლობა არ შეესაბამებოდა ეტიკეტზე მითითებულ მონაცემებს.

სასჯელი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ერთიდან სამ წლამდე ვადით.