გაძვირდება თუ არა პური – კითხვა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც მთავარმა იმპორტიორმა, რუსეთმა ხორბალზე საექსპორტო გადასახადი გაზარდა.
„ხორბლის მწარმოებელთა ასოციაცია“ უახლოეს თვეებში პურის ფასის კორექტირებას გამორიცხავს. მიზეზად ქვეყანაში ხორბლის და ფქვილის საკმარისი მარაგები სახელდება. როგორც ირკვევა, რეზერვი ჯერ კიდევ წინა თვეებში შეიქმნა.
მარიამ ბერძენიშვილი არკვევდა, როდემდე შენარჩუნდება პურის არსებული ფასები.