ხორავას მსახიობთა სახლში „პიტერ პენი“ დაიდგა

აკაკი ხორავას მსახიობთა სახლმა სტუდია „კამერტონის“ მოსწავლეებს უმასპინძლა.

მიუზიკლი „პიტერ პენი“ მაყურებლის წინაშე ქართულ ენაზე, პატარა მსახიობების მონაწილეობით პირველად წარადგინეს. სტუდია უკვე 12 წელია არსებობს და მაყურებელს ყოველწლიურად სთავაზობს საბავშვო მიუზიკლებს.

წლევანდელი სეზონი ამ სპექტაკლით დაიხურა, სექტემბრიდან კი აუდიტორიას ახალ წარმოდგენებს შესთავაზებენ.