ხმის მიცემის წესები „ევროვიზიის“ ქართველი კონკურსანტის მხარდასაჭერად

ნიკო ქაჯაია 19 დეკემბერს პარიზში საბავშვო ევროვიზიაზე მეორე ნომრად წარდგება. ხმის მიცემა უკვე დღეიდან, თბილისის დროით, 23:00 საათიდან არის შესაძლებელი ვებგვერდზე https://junioreurovision.tv/

ხმის მიცემის პრინციპი ასეთია: ვებგვერდზე ირჩევთ საქართველოსა და კიდევ ორ ქვეყანას. ხმის მიცემა გაგრძელდება ორი დღე. 19 დეკემბერს კი 15 წუთით განახლდება, მას შემდეგ, რაც კონკურსანტები თავიანთ გამოსვლებს დაასრულებენ. ნიკო ქაჯაია ფინალში მეორე ნომრად გამოვა. კონკურსს წელს 19 მონაწილე ჰყავს.

19 დეკემბერს ფინალურ შოუს პარიზი უმასპინძლებს, პირდაპირ ტრანსლაციას კი ტრადიციულად საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

https://junioreurovision.tv/

ევროვიზია

ახალი დღე