საბავშვო ევროვიზია 2020.
მუსიკალური კონკურსის ფინალი 29 ნოემბერს ჩატარდება. პოლონეთის დედაქალაქში ღონისძიება შერეული ფორმატით, ნახევრად დისტანციურად გაიმართება. საქართველოს წელს მეგა შოუ „რანინას“ მესამე სეზონის გამარჯვებული, სანდრა გადელია წარადგენს. ხმის მიცემა ვებ გვერდზე junioreurovision.tv-ზე 27 ნოემბრიდან დაიწყება და 29 ნოემბრამდე გაგრძელდება. ხმის მიცემა შესაძლებელია როგორც საქართველოდან, ისე მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან.