97 საარჩევნო უბნიდან საბურთალოს საოლქო კომისიაში დღეს შვიდი უბნის ხმები გადაითვლება.
უბნები ცესკო-ს მიერ, შემთხვევითი პრინციპით შეირჩა. ხმის გადათვლის პროცესში მონაწილეობს კომისიის ყველა წევრი. ამ ოლქში მოქალაქეებს არჩევანის დაფიქსირება ორ ბიულეტენზე უწევდათ, მათ დედაქალაქის მერი და საკრებულოში საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი აირჩიეს.