ხმაურიანი მედიაფორუმი

მაშინ, როდესაც ბრიუსელიდან რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკას აკრიტიკებდნენ, თბილისში შეკრებილი რუსი ჟურნალისტები და პოლიტოლოგები ოკუპაციის თემაზე საუბრისგან თავის არიდებას ცდილობდნენ.

ვლადიმერ პუტინის საგრანტო ფონდის მიერ დაფინანსებული სამხრეთ კავკასიური მედიაფორუმის პირველი დღე პროტესტის და ხმაურის ფონზე დაიწყო.

კონფერენცია, რომელიც ორგანიზატორების განმარტებით, რეგიონული მედიის როლზე საუბარს ეძღვნება, პოლიტიკურ წრეებში უკვე შეფასდა რუსული პროპაგანდის ნაწილად. თუმცა ასე არ ფიქრობენ ფორუმის რუსი მონაწილეები, რომლებმაც დღეს ცალსახად თქვეს, რომ რუსეთი ოკუპანტი არ არის. მსგავსი განცხადებების გაკეთება რუს ჟურნალისტებსა და პოლიტიკურ მიმომხილველებს ერთ-ერთი ქართველი მონაწილის მიერ მიტანილი პლაკატის ფონზე მოუხდათ წარსწერით -„რუსეთი ოკუპანტია“.