პარლამენტის ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე რეგლამენტის პროექტის განხილვა კამათის ფონზე წარიმართა. სხდომაზე კამათი უმრავლესობის წევრის, დავით ჭიჭინაძის გამოსვლას მოჰყვა, რომელმაც აღნიშნა, რომ დოკუმენტით დეპუტატების საქმიანობის შეზღუდვა ხდება.
ცვლილებების ავტორმა, თამარ ჩუგოშვილმა თანაგუნდელს საკუთარი განცხადების დაკონკრეტება მოსთხოვა და განაცხადა, რომ ცვლილებებით პარლამენტის საქმიანობა იხვეწება და დეპუტატების უფლებების შეზღუდვაზე საუბარი არ არის.
უმრავლესობის წევრების კითხვები ასევე ეხებოდა პარლამენტის ადგილსამყოფელსა და ეთიკის საბჭოს.
მმართველი გუნდის ნაწილი დოკუმენტიდან პარლამენტის ადგილსამყოფელის – ქუთაისის ამოღებას ან დოკუმენტში თბილისის ჩამატებას ითხოვს.
ოპოზიციამ დოკუმენტი დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ რამდენიმე შენიშვნის მიუხედავად, მომზადებული ცვლილებები წინ გადადგმული ნაბიჯია.