ხმაური ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე

ხმაურის ფონზე მიმდინარეობს ზუგდიდის საკრებულოს სხდომაც. საკრებულო იხილავს ზუგდიდის მომავალი წლის ბიუჯეტისა და საკრებულოს თანამდებობის პირთა და მერიის თანამშრომელთა ხელფასების დამტკიცებას. საკრებულოს სხდომათა დარბაზთან იმყოფება პარლამენტის წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ანი წითლიძე, რომელიც დარბაზიდან გამოაძევეს. ზუგდიდის საკრებულოს შენობასთან შეკრებილი არიან ახლად არჩეული საკრებულოს წევრები „ნაციონალური მოძრაობიდან“ და მათი მხარდამჭერები. ოპოზიცია მოითხოვს ზუგდიდის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი ახლად არჩეულმა საკრებულომ განიხილოს.