ხმაური ზეღდულეთში

ხმაური სოფელ ზეღდულეთში – დავა და პროტესტი გრძელდება. ადგილობრივებმა მესაკუთრეს მიწის დამუშავების საშუალება არ მისცეს. ტერიტორიიდან ტექნიკა უკვე გაიყვანეს. მობილიზებული არიან სამართალდამცველები. ზეღდულეთის მოსახლეობა მიწის გასხვისებას აპროტესტებს და საძოვრების სოფლისთვის დაბრუნებას ითხოვს.

ადგილობრივების განცხადებით, მიწები 2008 წელს გასხვისდა. საუბარია 75 ჰექტარზე, რომელსაც ორი მესაკუთრე ჰყავს. სადავო მიწის ფართობზე მოსახლეობას, ინვესტორებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის არაერთი მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა და არცერთ შეთავაზებას, მათ შორის სოფლისთვის 25 ჰექტარი მიწის დაბრუნებას, მოსახლეობა არ დათანხმდა. ადგილობრივების განცხადებით, პროტესტს გააგრძელებენ.