ხმაურიანი აღმოჩნდა პარლამენტის დღევანდელი საკომიტეტო სხდომა.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მომხდარ დაპირისპირებას შესაძლოა გაგრძელება ეთიკის საბჭოში მოჰყვეს. სწორედ ამ საბჭოსგან ითხოვს ახლა რეაგირებას „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი, რომელიც „ქართული ოცნების“ წევრს უცენზურო სიტყვით მიმართვაში ადანაშაულებს.
კამათი ნონა მამულაშვილსა და გიორგი ხელაშვილს შორის მოხდა. თავის მხრივ უმრავლესობის წევრი ოპონენტს პროვოკაციულ მიმართვაზე მიუთითებს. სიტუაცია კომიტეტის სხდომაზე მას შემდეგ დაიძაბა, რაც ფრაქცია „ლელომ“ საგარეო საქმეთა მინისტრის მისვლა მოითხოვა.