დაპირისპირება იყო საპროცედურო საკითხთა და წესების და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე. სანდრო რაქვიაშვილსა და ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს, მიხეილ სარჯველაძეს შორის მოხდა ურთიერთშელაპარაკება. როგორც „გირჩის“ წევრმა ჰერმან საბომ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ წესებს არღვევს და სწორედ ეს გააპროტესტეს „გირჩის“ წევრებმა კომიტეტზე. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით კი, კომიტეტის გაჭიანურების მცდელობა იყო ოპოზიციის მხრიდან, ამასთან ერთად, მან ბოდიშის მოხდა სთხოვა უცენზურო სიტყვების ავტორს.