ხმაური ოზურგეთის საკრებულოში

მწვავე დაპირისპირებითა და ხმაურით დაიწყო ოზურგეთის საკრებულოს სხდომა – კამათი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით დაიწყო. ოპოზიციამ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება გააპროტესტა, რასაც უმრავლესობის მწვავე რეაქცია მოჰყვა.

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა „ნაციონალურ მოძრაობას“ რუსული რუბლები გადასცა, აღნიშნულს სიტყვიერი შეურაცხყოფა და ბრალდებები მოჰყვა. ჩხუბმა საკრებულოს დარბაზის გარეთ გადაინაცვლა და სხდომა შეჩერდა. საბოლოოდ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა სხდომა დატოვეს და განაცხადეს, რომ ბოიკოტის რეჟიმში გადადიან.