ხმაური ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე – შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ განახლდა და კვლავ კამათის ფონზე მიმდინარეობს. სხდომის დაწყებამდე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მუზეუმიდან თანამშრომლის უკანონოდ გათავისუფლებაზე ისაუბრა.
ბრალდებას არ დაეთანხმნენ მმართველი გუნდის წარმომადგენლები, რასაც მოჰყვა დაპირისპირება. სხდომას მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძეც ესწრებოდა, რომელსაც უმრავლესობის წევრებმა მათივე შეფასებით, წარუმატებელი პროექტი „ღიმილიანი საქართველო“ შეახსენეს.