ხმაური ოზურგეთის საკრებულოში

ხმაურით დაიწყო ოზურგეთის საკრებულოს სხდომა. სიტყვიერი დაპირისპირება ჯერ კიდევ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის დაწყებამდე მოხდა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თათია ნიკოლაშვილმა სხდომაზე თხილი მიიტანა და მისი დაბალი ფასი გააპროტესტა. ოპოზიციის წარმომადგენელმა სხდომა შემდეგ პროტესტის ნიშნად დატოვა. აღნიშნულ განცხადებას პროვოკაციად აფასებს „ქართული ოცნება“ და მას უსაფუძვლოს უწოდებს. საკრებულოს დეპუტატის თქმით, საქართველოს მთავრობამ ფერმერებს გაუწია სხვადასხვა სახის დახმარება. მაგრამ მოსავლის ხარისხი ბაზარზე არსებულ ფასზე მოქმედებს.