ხმაური ოზურგეთის საკრებულოში

ხმაური იყო ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე – დაპირისპირების მიზეზი 2021 წლის ბიუჯეტის ანგარიში გახდა. საუბარია ყოფილი მერის, კონსტანტინე შარაშენიძის მერობის პერიოდზე. საკრებულოს სხდომაზე ყოფილი მერი თანხების არამიზნობრივ ხარჯვასა და გასული წლის ბიუჯეტის პოლიტიკური ნიშნით შედგენაში არაერთხელ დაადანაშაულეს. „ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შეახსენა, რომ ყოფილი მერი მათ მიერ იყო მხარდაჭერილი.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები კი ამბობენ, რომ მას მალევე გაემიჯნენ და შარაშენიძემ სწორედ „ქართულ ოცნებასთან“ გააგრძელა პოლიტიკური თანაცხოვრება. ვითარების დაძაბვის გამო, ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე შესვენების გამოცხადება გახდა საჭირო.