ხმაური ოზურგეთის საკრებულოში

ხმაური იყო ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე. საკითხების განხილვამდე, „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა დრო ითხოვეს და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს სათამაშო საბრძოლო ტექნიკა, ტანკები და თვითმფრინავები გადასცეს. მოქმედებას ოპოზიციის მხრიდან რეპლიკები მოჰყვა. ხმაურის გამო, თავმჯდომარემ შესვენება გამოაცხადა.