ხმაური და დაპირისპირება იყო ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში, სადაც საარჩევნო კომისიების ნეიტრალური წევრების არჩევა მიმდინარეობს. სხდომა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, დავით მჟავანაძეს, თუმცა მანამდე ლანჩხუთისა და ჩოხატაურის კომისიის წევრებს სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცეს, რასაც ასევე ხმაური მოჰყვა. როგორც ოპოზიცია ამბობს, კომისიის წევრები საოლქოს წინასწარ ჰყავს შერჩეული.