ღამით ხმაური იყო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. საქმე ეხება პარტიების – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტიკურ კონსულტანტს, ბრიტანეთის მოქალაქეს, ბენ მალეტს, რომელიც ოპოზიციური პარტიების ლიდერების მტკიცებით, საქართველოში არ შემოუშვეს. ამის მიზეზი კი მათივე თქმით, ოპოზიციურ ძალებთან კავშირი გახდა.
პოლიტიკოსების განმარტებით, ბენ მალეტი რამდენიმე დღის წინ საქართველოში იმყოფებოდა და დისკუსია ჰქონდა სხვადასხვა საკითხზე ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიასთან.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, გენერალური მდივანი და პარტიის სხვა წევრები იმყოფებოდნენ.