ოპოზიციის ნაწილი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას აქციებით აპროტესტებს.
იუსტიციის სახლის მუშაობა დღეს ნაწილობრივ პარალიზებული იყო. რამდენიმე პოლიტიკური ჯგუფი უწყების პიკეტირებით ცდილობს, ხელი შეუშალოს მოსამართლეთა პლენუმის იმ გადაწყვეტილების აღსრულებას, რომლის მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისება ისევ ნებადართული გახდა, თუმცა მხოლოდ ხუთი დღით.
ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ ძალაში შედის კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რომლითაც მიწების გასხვისება უცხოელებზე კვლავ აიკრძალება. იმის მიუხედავად, რომ მორატორიუმის მოხსნა მხოლოდ ხუთ დღეზე ვრცელდება, ქუჩაში გასული ოპოზიცია მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობს და ხელისუფლებისგან რეაგირებას ითხოვს.
გარკვეულ რისკებს მმართველ გუნდშიც ხედავენ.