ხმაური იურიდიული კომიტეტის სხდომაზე

ხმაური და ოპოზიციის პროტესტი იურიდიული კომიტეტის სხდომაზე.

აირჩევს თუ არა პარლამენტი უზენაესი სასამართლოს ახალ მოსამართლეებს. იურიდიული კომიტეტის სხდომაზე დღეს იმ სამუშაო ჯგუფის შექმნაზე იმსჯელეს, რომელსაც კანდიდატების ინფორმაცია უნდა შეესწავლა. ცხრა კაციანი სია პარლამენტს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გადაუგზავნა. ჯგუფის შექმნაზე საკითხი დღეს კენჭისყრაზე გავიდა, რასაც ოპოზიციის პროტესტი მოჰყვა. დეპუტატებმა კომიტეტი დატოვეს.