ხმაური და დაპირისპირება ხეჩინაშვილის კლინიკასთან. ადგილზე საპროტესტო აქცია ახალგაზრდა გოგოს ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა გამართეს.
პაციენტი ცხვირის ოპერაციის შემდეგ ჯანმრთელობის გაუარესების გამო ამ დრომდე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება. მას დღეს 18 წელი შეუსრულდა.
ხატია თვაურის ოჯახი შვილის სათანადო მკურნალობას და საზღვარგარეთიდან ექიმების მოწვევას მოითხოვს. პაციენტის დედა თეო სიდამონიძე შვილის ჯანმრთელობის გაუარესებაში ექიმებს ადანაშაულებს და პასუხისმგებელი პირების დასჯას ითხოვს.
თამარ წიკლაური მუშაობს ადგილზე.