აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიას მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, უკვე მეორე ვადით, მოქმედი თავმჯდომარე პარმენ ჯალაღონია უხელმძღვანელებს. მას უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე 13-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ ოპოზიციონერ წარმომადგენლებს და ასევე დამოუკიდებელ დეპუტატს, ირაკლი ჩავლეიშვილს. კანდიდატის წარდგენას ხმაური მოჰყვა ოპოზიციის მხრიდან. „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები აცხადებენ, რომ ჯალაღონიას არჩევნების გაყალბებაში ერთ-ერთი მთავარი წვლილი მიუძღვის და მის მიმართ არსებობს ლეგიტიმური კითხვები, ამიტომ კენჭისყრამდე კანდიდატთან გასაუბრებასა და კითხვების დასმას ითხოვდნენ.
მოამბე