აჭარის უმაღლესმა საბჭომ ბიუჯეტი დაამტკიცა

13 ხმით ერთის წინააღმდეგ – აჭარის უმაღლესმა საბჭომ ავტონომიური რესპუბლიკის 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. სხდომას „ნაციონალური მოძრაობა“ არ ესწრებოდა. ბიუჯეტი გასულ წელთან შედარებით 39 800 000 ლარით გაიზარდა და 454 000 000 ლარს შეადგენს. პრიორიტეტებია ინფრასტრუქტურული პროექტები, ჯანდაცვა, განათლება, სოფლის მეურნეობა და ტურიზმი.