ხინკლის ფესტივალი მთაში

ქვეყნის ოთხ რეგიონში მთის კვირეული მიმდინარეობს. სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს ყაზბეგი, მესტია, შოვი და თუშეთი მასპინძლობს. ფესტივალის ფარგლებში, წელს პირველად თუშეთში ხინკლის დღეები გაიმართება. ვიზიტორები მთის ხინკლის ისტორიას გაეცნობიან და მის სწორად მოხვევას ისწავლიან.

ადგილობრივი პროდუქტის პოპულარიზაციის მიზნით, ომალოში მოეწყობა გამოფენა-გაყიდვაც. თუშეთში ჩავიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარეც. საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართეს.