ხინკლის ფესტივალი მთაში

მთის კვირეული იწყება – ღონისძიებებს ყაზბეგი მასპინძლობს. ტრადიციული კერძები, ქსოვისა და რეწვის გაკვეთილები, გამოფენა-გაყიდვები და კონცერტები სტეფანწმინდაში მთელ დღეს გაგრძელდება. ღონისძიებების მიზანი, ქვეყნის კუთხური ტრადიციებით მოგზაურებისა და ტურისტების უფრო მეტად დაინტერესებაა.

ნათია ქენქაძე იმყოფება ახლა ყაზბეგში, დაიწყო თუ არა უკვე სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები?