ხელოვნების სასახლის ახალი შენობის გახსნა

მუზეუმების საერთაშორისო დღეს, ხელოვნების სასახლეში განახლებული საგამოფენო სივრცეებისა და ექსპოზიციის პრეზენტაცია გაიმართა. გაიხსნა კულტურის სამინისტროს მიერ ხელოვნების სასახლისთვის 2021 წელს შეძენილი ახალი შენობა. ისტორიული შენობა საქართველოს ხელოვნების სასახლის მომიჯნავედ მდებარეობს და მე-19 საუკუნეში მის ნაწილს წარმოადგენდა. მასში განთავსებულია საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმის ის კოლექციები, რომლებიც სამი წლის წინ ხელოვნების სასახლეს გადაეცა, მაგრამ აქამდე მათი შენახვისათვის სპეციალური და უსაფრთხო სივრცე არ არსებობდა.