ხელოვნების სასახლე ევროპის საუკეთესო მუზეუმებს შორის

ევროპის მუზეუმების ფორუმმა პორტუგალიის ქალაქ პორტიმაოში,  ევროპის წლის საუკეთესო მუზეუმის პრემიის ნომინანტთა შორის საქართველოს ხელოვნების სასახლეც დაასახელა.

ევროპის მუზეუმების ფორუმი ევროპის კონტინენტის წამყვანი სამუზეუმო ინსტიტუციაა, რომელიც ხელს უწყობს ევროპის მუზეუმების განვითარებასა და პოპულარიზაციას.

ევროპის წლის საუკეთესო მუზეუმის გამარჯვებულების გამოვლენა და დაჯილდოება მომავალი წლის 2 მაისს, დიდი ბრიტანეთის ქალაქ კარდიფში, უელსის ეროვნულ მუზეუმში გაიმართება.