ყოფილი კინოსტუდიის ტერიტორიაზე ხელოვნების ქალაქის მშენებლობის პირველი ფაზა დასრულდა. ერთ-ერთ შენობაში უკვე განთავსდა ცნობილი ფოტოგრაფის, იური მეჩითოვის სტუდია. მოეწყო გამოფენა-გაყიდვის სივრცე სამხატვრო აკადემიის პროექტისთვის „ლურჯი სუფრა“, ასევე, ფუნქციონირებს მსახიობების შერჩევის სააგენტო. ტერიტორიაზე მოეწყობა „თოჯინების სახლი“, სადაც თბილისსა და რეგიონებში მოქმედი თეატრებისთვის სპეციალისტები დაამზადებენ თოჯინებს.
სამუშაოების მეორე ფაზის განხორციელების შედეგად კი, ღია სივრცე მსურველებს მასტერკლასებისა და ვორქშოპების ჩატარების საშუალებასაც მისცემს. ასევე, ტერიტორიაზე შეიქმნება მულტიფუნქციური სტუდიები; მიმდინარე პროცესი კულტურის მინისტრმა დაათვალიერა.