ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დაარსების დღესთან დაკავშირებით პირველი დირექტორის, ილია აბულაძისა და აკადემიკოს ელენე მეტრეველის განახლებული მემორიალური კაბინეტები გაიხსნა. განახლდა მუდმივმოქმედი საგამოფენო სივრცეებიც, სადაც დიდი ქართველი მეცნიერების ბიბლიოთეკა და მემორიალური ნივთებია განთავსებული. საგამოფენო სივრცეებში სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობაა დაგეგმილი.