საავტორო უფლება-მფლობელთა ასოციაციის ორგანიზებით, მრგვალ ბაღში ქართული ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. მსგავსი ღონისძიების მოწყობა აგვისტოში ყოველ პარასკევს არის დაგეგმილი. გამოფენის პარალელურად მრგვალ ბაღში სხვადასხვა არტისტის კონცერტებიც გაიმართება. ღონისძიებების მხარდამჭერი დედაქალაქის მერიაა.