„ხელმისაწვდომი პარლამენტი ყველასთვის” – საკანონმდებლო ორგანოში, თბილისში მდებარე პარლამენტის შენობის ადაპტირების გეგმის პრეზენტაცია გაიმართა.
დოკუმენტის თანახმად, მოწყობა ინფრასტრუქტურა, რომელიც მობილობისა და მხედველობის შეზღუდვის მქონე პირებს პარლამენტის ტერიტორიაზე გადაადგილებას გაუადვილებს.
პრეზენტაცია ირაკლი კობახიძემ გახსნა და აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ორგანო თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასთვის და უახლოეს მომავალში, შენობის ადაპტირების შემდეგ, თითოეული ადამიანის პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვა იქნება შესაძლებელი.
ღონისძიებას საერთაშორისო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ასოციაციის წევრები დაესწრნენ.