ხელისუფლების წარმომადგენლები მზეთამზესა და ტიმოთესუბნის მცხოვრებლებს შეხვდნენ
აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ბაკურიანისა და დაბა წაღვერის სოფლების – მზეთამზესა და ტიმოთესუბნის მცხოვრებლებს შეხვდნენ.
სასმელი და სარწყავი წყლის სისტემა, გაზიფიცირება, გზების რეაბილიტაცია, საძოვრებისკენ მომავალი გზები, საშეშე მერქნით უზრუნველყოფა, – ეს იმ საკითხების ჩამონათვალია, რომლებზეც ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ ისაუბრეს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ მოსახლეობას სოფლის მეურნეობის განვითარების სახელმწიფო პროგრამებზე მიაწოდა ინფორმაცია და მიღწეულ შედეგებზეც ისაუბრა.